Mazda North American Operations-მა 2023 წლის მსოფლიო პრემიერამდე დააანონსა 2024 მაზდა CX-90, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, როგორც დატენადი ჰიბრიდი(PHEV).
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბაზარზე ეს მაზდას პირველი დატენადი ჰიბრიდი იქნება, ის შეინარჩუნებს რეაგირების, შესრულებისა და მართვის იმ დინამიკებს, რომლებიც, ზოგადად, მაზდას მანქანებს ახასიათებს. ის მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო გამოცდილებას შესრულებისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.
ნებისმიერ ამჟამინდელ მაზდაზე უფრო ფართო, გრძელი და აგრესიული პროპორციებით, CX-90 კომპანიის უახლესი ფლაგმანური მანქანაა. ის აგრძელებს Kodo Design-ის ფილოსოფიას. CX-90-ის თამამ და დინამიკურ დიზაინს ხაზს უსვამს მისი ახალი, დახვეწილი წითელი ფერიც (Artisan Red), რომელიც სპეციალურად შეიქმნა მაღალი ხარისხისა და მსოფლიო დონის დახვეწის ხაზგასასმელად.