News Landing Image მაზდა 2025 წლისთვის 13 ელექტრიფიცირებულ მოდელს წარადგენს
იაპონური ბრენდი აქტიურად მუშაობს, რათა ელექტრიფიკაციისკენ მიმავალ გზაზე სხვა ავტომწარმოებლებს არ ჩამორჩეს. მაზდამ ახლახან გამოაცხადა, რომ 2025 წლისთვის 13 ელექტრიფიცირებული მოდელის გამოშვებას გეგმავს.

მომავალი წლიდან მაზდა დაიწყებს ახალი მოდელების გამოშვებას. აქ წარმოდგენილი იქნება სამი ჰიბრიდული მანქანა, ხუთი PHEV და სამი სრულად ელექტრული მოდელი. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში მაზდამ გაიმეორა თავისი მიზანი, რომ 2030 წლისთვის ის მხოლოდ ელექტრიფიცირებულ მანქანებს გამოუშვებს.

ახალი ელექტრიფიცირებული მოდელების შეტანა ევროპაში, იაპონიაში, აშშ-სა და ჩინეთში მომავალ წელს დაიწყება. ისინი შემუშავდება SkyActiv მოდულური პლატფორმის გამოყენებით, ხოლო მათი ნაწილი ტოიოტას ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს.

მაისში მაზდამ თქვა, რომ ყველა მისი მანქანა 2030 წლისთვის ელექტრიფიცირდება და ამ დროისათვის ელექტრომოდელების მთლიანი წილი 25 პროცენტი იქნება.

ავტომწარმოებელი, ელექტრული მანქანების დამოუკიდებლად განვითარების სურვილის მიუხედავად, საბაზისო ტექნოლოგიებს ტოიოტასა და იაპონელ მომწოდებელ „დენსოსთან“ ერთად შემუშავებულ ფორმატში გამოიყენებს.

ამრიგად, უახლოეს წლებში მაზდასგან ბევრ ახალ მოდელს, ტექნოლოგიასა და ინოვაციას შეგვიძლია ველოდოთ.

phone number
Loading...